შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა, შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა განახორციელოს - ინფორმაციას უკრაინული მედია შვედურ ტელეარხზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინაში იმყოფებიან, შვედეთზე თავდასხმები გამორიცხული არ არის.
"რუსეთის უნარი, განახორციელოს ოპერაციები საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება" - ნათქვამია დოკუმენტში.