თიანეთმა "მუსიკალურ საღამოებს" უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა. მოწყობილი იყო ფოტო, საბავშვო, სადეგუსტაციო და კვების ზონები.
ასევე, სივრცე დაეთმოთ ადგილობრივ მეწარმეებს. მათ ვიზიტორებისთვის მასტერკლასები გამართეს. საღამო მოწვეული შემსრულებლების გალა-კონცერტით დასრულდა. პროექტი - "მუსიკალურ საღამოები" საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.