26 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცინ განგს შეხვდა

თითქმის 8 საათი გაგრძელდა პეკინში აშშ-ისა და ჩინეთის საგარეო უწყებების პირველი პირების შეხვედრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცინ განგს შეხვდა. რამდენიმე საათიან შეხვედრაზე ქვეყნების წარმომადგენლებმა ტაივანის საკითხი და ვაჭრობის თემა განიხილეთ, ხაზი გაესვა სტაბილურობასა და პროგნოზირებადი ურთიერთობების შენარჩუნების სურვილსაც.

მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეთანხმდნენ ვაშინგტონში შეხვედრის შესახებ, თუმცა ზუსტი დრო ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

მედიის ინფორმაციით, არცერთი ქვეყნის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა აღნიშნული, იყო თუ არა შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საუბარი.

ბლინკენის ვიზიტი პეკინში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დროსაც იგი შესაძლოა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინსაც შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია ჩინეთში. ვიზიტი მიმდინარე წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ გადაიდო, რაც შეერთებულმა შტატებმა თავის საჰაერო სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთი ჩამოაგდო.

დღის ამბები