თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ავარიის შედეგად სულ მცირე ექვსი რუსი ტურისტი დაშავდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა 17 ივნისს, საღამოს ქალაქ მანავგატთან მოხდა.
ავტობუსი, რომელშიც 33 ტურისტი იმყოფებოდა, აეროპორტისკენ მიემართებოდა და ბენზინგასამართ სადგურზე მდგარ სატვირთო მანქანას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა, დაშავდა 6 რუსი ტურისტი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.