მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები 33-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 200ზე მეტი აფეთქება, დაიღუპა 2 სამოქალაქო პირი.
ოკუპანტების იერიშის შედეგად, ნიკოპოლში დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორი ობიექტი.
აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაშიც. შეტევა იყო ხარკოვის ოლქზეც, დაშავებულია 1 ადამიანი.
17-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი უკრაინულ მხარეს კახოვკის ჰესის დანგრევის შედეგად, კვლავ დაკარგულად ითვლება 31 ადამიანი. ჯამში, ჰესის ნგრევის შედეგად ორივე მხარეს, ოფიციალურად 46 ადამიანი შეეწირა.
ამავე დროს, ევგენი პრიგოჟინი იტყობინება, რომ 32 ათასი ყოფილი პატიმარი, რომლებიც მათთან „ვაგნერში" კონტრაქტით მსახურობდნენ, სახლებში დაბრუნდნენ. კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ყველა მათგანი ლუჰანსკისა და დონეცკის ტერიტორიაზე იბრძოდა.