თურქეთში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:36 საათზე მალათიის პროვინციაში დაფიქსირდა.
ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.