მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში პროექტი "მუსიკალური საღამოები" დაიწყო, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიებას დღეს ბოლნინსი მასპინძლობს. დაგეგმილია შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. საბავშვო შოუების შემდეგ კი საღამო გალა-კონცერტით დასრულდება.