ბრაზილიაში ციკლონის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის არის 4 თვის ჩვილი. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიუ-გრანდე-დუ სული დააზარალა.
დატბორილია შტატის რამდენიმე ქალაქი, 20 ადგილობრივის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კი ამ დრომდე მიმდინარეობს. 40-მდე მუნიციპალიტეტში ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
შტატის რამდენიმე გზა ამ დრომდე დაკეტილია. მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგიაც.