სამეთაურო საშტაბო სწავლება "ბასიანი 2023“ დასრულდა. წვრთნებში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
სწავლება საველე კომპონენტსაც მოიცავდა. მიზანი, თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებაა.
"ალფა: ქვეითი ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა, რაშიც მონაწილეობას იღებდა აღმოსავლეთ სარდლობის საარტილერიო ქვედანაყოფი. აგრეთვე, ბატალიონის ორგანული 84 მილიმეტრიანი და სხვა მძიმე იარაღი. აღნიშნული სწავლების დროს, მოხდა ქვედანაყოფების შერწყმა, რაც დადებითად შეფასდა. დანარჩენი სწავლების განმავლობაში, ქვეითმა ასეულმა უმაღლესი შეფასება მიიღო", - განაცხადა კაპიტანმა, ასეულის მეთაურმა გიორგი ბეთლემიძემ.