26 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბარიერების შემსუბუქებას მხარს არ უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბარიერების შემსუბუქებას მხარს არ უჭერს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაბამისი სტანდარტები დააკმაყოფილოს.

"უკრაინა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. არ ვაპირებ გამარტივებას. ვფიქრობ, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი სამხედრო კოორდინაციის უნარის დემონსტრირებასთან დაკავშირებით. მაგრამ საკითხი ასე დგას: არის თუ არა მათი სისტემა უსაფრთხო, არაკორუმპირებული და შეესაბამება თუ არა ყველა სტანდარტს, ნატოს სხვა ქვეყნების მსგავსად? ვფიქრობ ასეც იქნება, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება", - განაცხადა ბაიდენმა.

 

დღის ამბები