26 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს

ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სექტემბერში ე.წ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ, სპეციალურ განცხადებას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრესცენტრი აქვეყნებს.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის კიდევ ერთი უკანონო ქმედებაა. ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი განზრახვა გაეროს წესებს, უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

ევროკავშირი, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან, ჯარების სრულად გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

დღის ამბები