26 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ვატო შაქარაშვილი დღეს არის "ქართული ოცნების" "ტიტუშკა"-ირაკლი კუპრაძე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც პოლიტიკურ პარტია ქმნი, რათა სდიო და აგინო სტუდენტებს. 

როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობს, ვატო შაქარიშვილი არის ხელისუფლებისგან მართული პირი. 

"ვატო შაქარიშვილმა მგონი რამდენიმე დღის წინ დააფუძნა პოლიტიკური პარტია. ამ ქვეყანაში, რომელშიც უამრავი პრობლემა აქვს საზოგადოებას, სდიო სტუდენტებს, მათ აგინო, ლანძღო და ქვები ისროლო, ხარ უბრალოდ არაადეკვატური, სასაცილო ადამიანი.  

სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებ ადამიანი და მეტი საქმე ამ ქვეყანაში ვერ გიპოვია. ის ვერ გამოხატავს ვერანაირ პოზიციას გარდა ერთისა , ის არის "ტიტუშკა", როგორც წინა ხელისუფლებებს ჰყავდათ "ტიტუშკები", დღეს არის "ქართული ოცნების" "ტიტუშკა" ვატო შაქარაშვილი. მოვიდეს, დავხვდებით კეთილი სურვილებით,"-აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები