26 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე: ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტში დაიწყო ირაკლი კობახიძის ლექციაზე მიგზავნილმა პროვოკატორმა, რის შემდეგაც ის გაათრიეს სტუდენტებმა. ნაცებო, ქარს თესავთ - ქარიშხალს მიიღებთ

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ირაკლი კობახიძის ლექციაზე მიგზავნილმა პირმა დაიწყო:

"ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტში დაიწყო ირაკლი კობახიძის ლექციაზე მიგზავნილმა პროვოკატორმა, რის შემდეგაც ის გაათრიეს სტუდენტებმა.

ნაცებო,

ქარს თესავთ - ქარიშხალს მიიღებთ, აუცილებლად!"- წერს ქადაგიძე. 

დღის ამბები