საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი მუსიკის დღეებს მასპინძლობს. ქობულეთში, ხობში, დმანისსა და ყაზბეგში ძირითადი ღონისძიებები საღამოს 19 საათიდან დაიწყო.
კონცერტისთვის დამონტაჟდა მთავარი სცენები, იქამდე კი სხვადასხვა გასართობი პავილიონები და სივრცეები მოეწყო. მუსიკალური ნომრების გარდა, ადგილზე მისულ სტუმრებს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.
პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.