26 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
საქართველოში ყველაზე მასშტაბურ კულინარიულ ფესტივალს ქუთაისი მასპინძლობს - "გემო ფესტი" წელს მესამედ იმართება

ქუთაისი, თეთრი ხიდი - იმერეთის შუაგული ის ადგილია, სადაც ყველაზე მასშტაბური კულინარიული ფესტივალი - "გემო ფესტი" გაიხსნა. ფესტივალზე ტრადიციულად თავი მოიყარეს მოყვარულმა მზარეულებმა და მრავალფეროვანი კერძები მოამზადეს. ერთ-ერთია იმერული კუპატი პესტოს სოუსითა და ძაძიკით.

ფესტივალისთვის სულ 17-მა გამოცდილმა შეფ მზარეულებმა იმერეთის სხვადასხვა სოფელში სტუმრობისა და კერძების დაგემოვნების შედეგად შეარჩიეს. 1 თვის განმავლობაში, შეფებმა მოყვარულ მზარეულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ტრადიციული კერძების ახლებური ვარიაციების შექმნაში დაეხმარნენ.

გასართობი სივრცეები პატარებისთვის, სამეწარმეო ბაზრები და გემრიელი კერძები, როგორც უმცროსი ისე მოზრდილებისთვის. ფესტივალს, რომელმაც უკვე ყოველწლიური სახე მიიღო, სტუმარიც ბევრი ჰყავს.

"გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტროტურიზმის განვითარებაა.

ქუთაისი რომ სიყვარულის ქალაქია ამას, თეთრ ხიდზე ქალაქზე შეყვარებული ადამიანების ეს მინაწერებიც ადასტურებს. სიყვარულის ქალაქი გემო ფესტს 18 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

დღის ამბები