წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ქართველი მხატვრის და სცენოგრაფის, ელენე ახვლედიანის გამოფენას მასპინძლობს, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან კოლაბორაციის ფარგლებში მიმდინარეობს.
ერთ სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი დეკორაციები, კოსტიუმების ესკიზები და ვიდეომასალა. გამოფენა დღეს გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.