26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობებმა, "ევროპის გუნდის“ მიერ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ორი ახალი ინიციატივის დაწყება დაანონსეს

ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობებმა, "ევროპის გუნდის“ მიერ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ორი ახალი ინიციატივის დაწყება დაანონსეს.

"დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება" და "მწვანე და ჯანსაღი", რომლის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტების გამწვანება საქართველოში.

"შაბათ დღეს სასიამოვნოდ ვატარებთ "არაგვის სათავგადასავლო ცენტრში" რომელიც არაგვის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ 2ევროპულ პროექტს. ერთერთი მათგანი ფოკუსირებულია საქართველოს რეგიონალურ განვითარებაზე, მეორე კი ჯანმრთელობასა და სიმწვანეზე. ის რისი მიღწევაც ჩვენ გვსურს არის რომ რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ იმუშაონ და იცხოვრონ ეფექტურად. როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას და გამწვანებას ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ რომ საქართველოს ლანდშაფტის სილამაზე სრულად შენარჩუნებულია,"- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. 

ღონისძიება დუშეთში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ადგილობრივი ფესტივალი, რომელსაც ევროკავშირის, ჩეხეთისა და ავსტრიის ელჩებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები