ქობულეთში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, "მუსიკალური საღამო" გაიმართება. ცენტრალურ პარკში სამზადისი უკვე დასრულებულია, დამონტაჟებულია საკონცერტო სცენა, მოწყობილია საბავშვო-გასართობი სივრცეები და ღია კაფეები.
ღონისძიება, 19 საათზე დაიწყება და საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.