რაჭისა და სვანეთის შემდეგ, GEMO FEST-ს იმერეთი მასპინძლობს.
დღეიდან 2 დღის განმავლობაში, ქუთაისის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერი ყველაზე მასშტაბურ კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს.
შეფებმა მონაწილეები იმერეთის სხვადასხვა სოფელში სტუმრობისას და კერძების დაგემოვნების შედეგად შეარჩიეს.
ფესტივალზე 17 მონაწილე საკუთარ კერძებს, ადგილობრივებსა და ტურისტებს წარუდგენს. წელს პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პოპულარიზაციის მიზნით, GEMO FEST-ის პარტნიორი გახდა. საერთაშორისო ვიზიტორები თუ ადგილობრივები GEMO FEST-ის შესახებ ინფორმაციას აეროპორტშივე მიიღებენ.