26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, აქტიურად მოძრაობს და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე დღეს "ვივამედისკლინიკურმა დირექტორმა ისაუბრა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, პატიმარი პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

"მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად შეესაბამება მხოლოდ ჩვენი კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზები ყველა დადასტურებულია და შესაბამისად, ამ მკურნალობის შედეგია ის, რომ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, მოძრაობითაც აქტიურად მოძრაობას და ასევე, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. კვება კვლავ პრობლემად რჩება, ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად არ ხდება, თუმცა რაოდენობრივად კვების ნაწილი მაინც გაუმჯობესებულია,"- აცხადებს ​სამედიცინო ცენტრ "ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე

დღის ამბები