26 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდა და ისიც დაამატესო, ეს არის პატიმარ სააკაშვილის განცხადება - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის შფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, მსოფლიოში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საერთოდ აცდენილია ყველას და ყველაფერს.

"ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდა და ისიც დაამატესო - ეს არის პატიმარ სააკაშვილის განცხადება. რაც ტრიალებს "ნაცმოძრაობაში" ძალიან კარგად ვიცით, აქ საუბარი არ არის პერსპექტივაზე, უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი აჩენს სახეს, თუ როგორ ატყუებდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხალხს. მსოფლიოში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მისი ეს განცხადება, საერთოდ აცდენილია ყველას და ყველაფერს,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები