26 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი იქნება ფაქტორი რუსული რეჟიმის დამარცხებაში - ლევან ხაბეიშვილი

რა ფორმითა და გეგმებით აპირებს მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, სანამ დეტალები გაირკვევა, პატიმარი პაციენტის პოზიციას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს ჯანმრთელობა. მიხეილ სააკაშვილი იქნება ფაქტორი რუსული რეჟიმის დამარცხებაში. რაც შეეხება კონკრეტულ თანამდებობებს, 2024 წლის არჩევნებში ის მიიღებს მონაწილეობას თუ არ მიიღებს, უბრალოდ დახმარება იქნება მისი მხრიდან პოლიტიკაში ჩართვა პრო-დასავლური პარტიებისთვის თუ რა - თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მანამდე კი მთავარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყოს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ექსპრეზიდენტის დედა კი აცხადეს, რომ პოლიტიკასთან დაკავშირებით საუბარი არ სურს და მას მხოლდო მისი შვილის ჯანმრთელობა აინტერესებს.

დღის ამბები