26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადგილას, პრეზიდენტს ვთხოვდი მოქალაქეობას, მოვიხდიდი ბოდიშს ტყუილისთვის და იმისთვის, რაც წარსულში ჩაიდინა - იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ მანამდე, მის ადგილას, ჯერ პრეზიდენტს მოქალაქეობას სთხოვდა და ასევე, ბოდიშს მოიხდიდა იმის გამო, რაც წარსულში გაუკეთებია. 

"მიხეილ სააკაშვილის ადგილას მე დავიწყებდი იმით, რომ პრეზიდენტს ვთხოვდი მოქალაქეობას. მას აქვს ჩემი აზრით უფლება და მიხეილ სააკაშვილი მისი სურვილის შემთხვევაში უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ასევე დავიწყებდი იმით, რომ მოვიხდიდი ბოდიშს ტყუილისთვის, რის გამოც, ფაქტობრივად წელიწადნახევარი სიცრუეში აცხოვრებდა საკუთარ მოსახლეობას. დანარჩენი ბოდიშის მოხდა იმისთვის, რაც წარსულში ჩაიდინა. ყველასთან ვთანამშრომლობთ, ვისაც მართლა თანამშრომლობა უნდა. უბრალოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ეტყობოდათ აქამდე რომ თანამშრომლობის სურვილი ჰქონდათ და არც ახლა ეტყობათ. მათ უნდათ მიხეილ სააკაშვილის გვარდიაში ხალხი ჩაეწეროს და ეგეთი შეთავაზებები ჩვენ არ გვეხება,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები