ომის 478-ე დღეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევზე იერიში ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატები მიიტანეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. მასობრივი შეტევა იმ დროს განხორციელდა, როდესაც კიევში აფრიკის ლიდერები ჩავიდნენ - განგაშის სიგნალის გამო მათი თავშესაფარში გადაყვანა გახდა საჭირო.
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები თავდასხმას პუტინის მხრიდან აფრიკელი ლიდერების გაფრთხილების მცდელობად აღიქვამენ. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, იერიშებს ახალგაზრდა წყვილი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მძიმე არტილერიით მიიტანეს შეტევა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, 21-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 98 აფეთქება, დაშავდა 3 ბავშვი.