ნატო-ს წევრი ქვეყნები შესაძლოა მზად იყვნენ, ალიანსისკენ მიმავალ გზაზე, უკრაინისთვის გარკვეული დაბრკოლებების შესამსუბუქებლად – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
პისტორიუსს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის მზაობაზე, ნება დართოს კიევს, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების ფორმალურ პროცედურებზე, რომლებსაც აქამდე სხვა ქვეყნებისგან ითხოვდნენ.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, არსებობს მზარდი ნიშნები, რომ ამაზე შეთანხმებას ყველა შეძლებს.
"მე ვიქნები ღია ამისთვის" – აღნიშნა პისტორიუსმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება "წევრობის სამოქმედო გეგმის" განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად.