26 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
მცდელობა იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმოაჩინოს, თითქოს მთავრობის თავმჯდომარემ ლაჩარი უწოდა იმ ადამიანებს, ვინც ომში იბრძოდა, ეს არის სრული სიცრუე, სიყალბე - ტიტე აროშიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა უკუღმა წარმოაჩინოს მოვლენები, ყოველგვარ ზღვარს სცდება. 

ტიტე აროშიძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის გუშინ გაკეთებული განცხადება, ომის წაგებასთან დაკავშირებით ახალი არ არის. მისი თქმით, ეს იყო "ლაჩარი პრეზიდენტის" მიხეილ სააკაშვილის, მიერ გადადგმული ნაბიჯი.

ამასთან, აროშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ გმირებს, ვინც ომში 2008 წელს იბრძოდა თითოეული ქართველის გულში ღირსეული ადგილი უჭირავთ.

"ნაციონალური მოძრაობის მცდელობა უკუღმა წარმოაჩინოს მოვლენები, ყველანაირ ასპექტში უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ის, რაც გუშინ ბატონმა თავმჯდომარემ ბრძანა, ლაჩარი მხედართმთავრის მიერ ომის წაგებასთან დაკავშირებით, ეს არის ახალი, ეს იცის ყველამ, რომ ეს იყო ლაჩარი პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიწაზე ფორთხვით ემალებოდა რუსულ თვითმფრინავებს. აქ საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზე და იმდროინდელ გუნდზე, ეს იყო კეზერაშვილი, ეს იყო უგულავა, ეს იყო მერაბიშვილი, რომლებიც თავისი სიმხდალით ცდილობდნენ გაემართლებინათ შემდგომ ის სიტუაცია, რომელ სიტუაციაშიც აღმოჩნდა მთლიანად საქართველო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ იმ გმირებს და თითოეული ქართველის გულში მათ ღირსეული ადგილი უჭირავთ. და ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიით, იმ ისტორიით, რომელიც ჩვენ გვაჩვენა იმ გმირმა ბიჭებმა არა მხოლოდ 2008 წელს. ეს არის ჩვენი ისტორია და ეს არის საამაყო ფურცელი, რომელიც დაიწერება საქართველოს ისტორიაში და თითოეული ქართველის გულში. ამიტომ, მცდელობა იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოაჩინოს, თითქოს მთავრობის თავმჯდომარემ სიმხდალე უწოდა და ლაჩარი უწოდა იმ ადამიანებს, ვინც იბრძოდა, ეს არის სრული სიცრუე, სიყალბე. ნაცმოძრაობა ცდილობს კიდევ ერთ ბინძური პიარ-კამპანიის წამოწევას. ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ არც ეს. ყველაფერი გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ, ყველაფერი გაიგო ისე, როგორც საჭიროა. მცდელობა ნაციონალური მოძრაობისგან კრახით დასრულდა," - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

დღის ამბები