26 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ჩვენს მოქალაქეებსა და პარტნიორებს ნუ უქმნით ყალბ აღქმებს, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ეს არის ჩვენი მომავალი - ილია დარჩიაშვილი არმაზ ახვლედიანს

ძალიან გთხოვთ ჩვენს მოქალაქეებსა და პარტნიორებს ნუ უქმნით ყალბ აღქმებს. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ეს არის ჩვენი მომავალი,- ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა არმაზ ახვლედიანის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მთავრობის ბრალეულობას ეხებოდა. 

"ეს არის რაც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, თქვენ იმაზე კი არ უნდა საუბრობთ, რომ ვერ მივიღებთ სტატუსს და ამას ენთუზიაზმით კი არ უნდა ამბობდეთ - ეს ჩვენი საერთო გამოწვევაა. ძალიან გთხოვთ ჩვენს მოქალაქეებსა და პარტნიორებს ნუ უქმნით ყალბ აღქმებს. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ეს არის ჩვენი მომავალი,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ, რის შემდეგაც, კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართა. 

დღის ამბები