26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში ნატო-სთან დაკავშირებით თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია, რაც ახალი არ არის და ეს ჩვენ სხვა ლიდერების მხრიდანაც მოგვისმენია - ილია დარჩიაშვილი 

პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში ნატო-სთან დაკავშირებით თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია, რაც ახალი არ არის და ეს ჩვენ სხვა ლიდერების მხრიდანაც მოგვისმენია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

"არ არის კარგი საქმე და არ ეხმარება საქართველოს კეთილდღეობას, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის შესახებ პოზიტიური აღქმების შექმნას ჩვენს პარტნიორებში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამის ინტერპრეტირება ხდება. ის, რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, შეგიძლიათ, მსგავსი განცხადებები მოისმინოთ სხვა ლიდერების მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ის, რაც ახალი არ არის, ეს ჩვენ სხვა ლიდერების მხრიდანაც მოგვისმენია,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

 

დღის ამბები