26 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ჯერ უნდა თქვას, რატომ დათმო ასე მარტივად საქართველოს მოქალაქეობა და მერე ილაპარაკოს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილმა უნდა ახსნას, თუ რატომ თქვა უარი ასე მარტივად საქართველოს მოქალაქეობაზე.

"რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში - უნდა მივმართოთ ჩვენს თორნიკე რიჟვაძეს.

ოდნავ მაინც რელევანტურად რომ მივიჩნიოთ განცხადება, ჯერ უნდა ილაპარაკოს, რომ ვუბრუნდები საქართველოს მოქალაქეობას, ვითხოვ მოქალაქეობას, თავის დროზე ქართული პასპორტი რომ გადავაგდე და უკრაინული ავიღე, ახლა ისევ მინდა ჩემი ქართული პასპორტიო - ჯერ ეს უნდა თქვას. მერე ის უნდა თქვას, რატომ დათმო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დამნაშავემ, მაგრამ მაინც, ასე მარტივად საქართველოს მოქალაქეობა, რატომ გაიქცა სხვაგან და რატომ თქვა საქართველოზე უარი, მერე რომ ჩამოვიდა აქ, ვის რა ავნო და რატომ დაიწყო ქართულ სასამართლოში უკრაინულად საუბარი, ამის შემდეგ უნდა ილაპარაკოს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე.

ვერაფერს დააკლებს ის ამ ქვეყანას, "ქართულ ოცნებაზე" კი არაა საუბარი მხოლოდ. ეს კაცი არის მავნებელი, რაც გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, იმ დღიდან ყალბი პიარის და მავნებლობის გარდა, არ გაუკეთებია არაფერი. თუ რამე გააკეთა და ერთი აგური მეორეზე დადო, 10 000 დაანგრია და დღესაც ვიღაც-ვიღაცები, სამწუხაროდ, რჩებიან მისი 4 გვერდიდან გახსნილი ლენტების ეფექტის ქვეშ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა "სასამართლოში", სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები