26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ვერ იქნება შემაფერხებელი- ხაბეიშვილი სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ქვეყნის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით.

ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით სააკაშვილი "ლომის წილს" შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას. ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ვერ იქნება შემაფერხებელი იმის, რომ მას შეუძლია იყოს ფაქტორი რუსი ოლიგარქის დამარცხებაში. რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატობას - თუ რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტი სააკაშვილი ამ აქტივობაში, ეს მისი გადასაწყვეტია,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა "სასამართლოში", სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები