26 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
პოლონეთში საქართველოს 46 წლის მოქალაქე დააკავეს - მას ბრალად მოპარული ნივთებით ვაჭრობა ედება

პოლონეთში საქართველოს 46 წლის მოქალაქე დააკავეს - მას ბრალად მოპარული ნივთებით ვაჭრობა ედება. პოლონური მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკა მოიპარა, რომელსაც შემდეგ ყიდდა.

ზარალის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 9 300 პოლონური ზლოტი შეადგინა. როგორც ცნობილია, დაკავებული ასევე ეჭვმიტანილია ბრენდირებული ველოსიპედის მოპარვაშიც.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები