შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფელი ბაბილი) მონაკვეთზე, 300 მ-ზე, ძლიერი წვიმის შედეგად, ღვარცოფული პროცესები განვითარდა.
ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციაშია ნათქვამი.
აღნიშნულის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.