26 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ამერიკული კომპანიები მილიარდებს უხდიან რუსეთის ბირთვულ პროგრამას - "დეილი ბისთი" სტატიას ავრცელებს

ამერიკული კომპანიები მილიარდებს უხდიან რუსეთის ბირთვულ პროგრამას - ამ სათაუროთ სტატიას "დეილი ბისთი" ავრცელებს. როგორც გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსზე" დაყრდნობით წერს, ამერიკული ბიზნესი ყოველწლიურად დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს იხდის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბირთვული პროგრამისთვის.

გამოცემის მიხედვით, შეერთებული შტატების ატომური ენერგეტიკის კომპანიები რუსეთის მიერ დამზადებულ იაფ ურანზე არიან დამოკიდებული. როგორც გამოცემა წერს უკრაინის ომის ფონზე შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოსკოვთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტაზე მუშაობენ, თუმცა ბირთვული ენერგიიდან მიღებული ფული არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი რომელიც რუსეთთან დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მასიურად შეამცირეს რუსეთიდან შეძენილი წიაღისეული საწვავის რაოდენობა, გამდიდრებული ურანის მიწოდების ალტერნატივის პოვნა არც ისე ადვილია. გამოცემის მიხედვით რუსეთი გამდიდრებული ურანის ყველაზე იაფი მწარმოებელია მსოფლიოში. 

დღის ამბები