26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ქალმა, რომელიც უმრავლესობის წევრებმა დაკვეთილი პროვოკაციის შესრულებაში დაადანაშაულეს, მედიასთან საუბარი არ ისურვა

ქალმა, რომელიც უმრავლესობის წევრებმა დაკვეთილი პროვოკაციის შესრულებაში დაადანაშაულეს, მედიასთან საუბარი დღეს არ ისურვა. "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა ის არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის ერთობლივ კონფერენციაზე ნახა.

"რუსთავი 2" დაინტერესდა საპასუხო კომენტარით იმ ბრალდებებზე, რაც "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ისმის. მან არ ისურვა მედიასთან საუბარი, მისმა თანმხლებმა პირებმა კი გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  

შეგახსენებთ, პარლამენტის სასესიო დარბაზში 14 ივნისს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

  
დღის ამბები