26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
მამუკა მდინარაძე მომღერალ აგალაროვის ჩამოსვლაზე - ვისი ჩამოყვანილია ამას აქვს მნიშვნელობა, თუ რადიკალური ოპოზიციის ჩამოყვანილია არ გაბრაზდებიან, თუ მათი ჩამოყვანილი არ არის გაბრაზდებიან

"ვისი ჩამოყვანილია ამას აქვს მნიშვნელობა, თუ მათიანის ჩამოყვანილია, არ გაბრაზდებიან. თუ მათიანის ჩამოყვანილი არ არის გაბრაზდებიან და დაბურძგლავთ ამ ყველაფერზე, როგორც იტყვიან ხოლმე. აი, ამ ფსევდო გაბრაზებებთან გვაქვს მათი მხრიდან საქმე“- ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, გაღიზიანდებოდა თუ არა ელენე ხოშტარია და მისი მოძრაობა მომღერალ ემინ აგალაროვის ვიზიტზე საქართველოში.

"გააჩნია ეს ადამიანი (ემინ აგალაროვი) რა ეგიდით არის ჩამოსული. ოკუპაციის კანონი თუ არ არის დარღვეული ან რაიმე პროვოკაცია თუ არ იყო მისი მხრიდან მოსალოდნელი, მას ჩამოსვლის პრობლემა არ ექნებოდა. თუ რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებია მისი ვიზიტი, მაშინ პრობლემა არ იქნება და თუ მათთვის მიუღებელია, მაშინ აუცილებლად მიუვარდებიან. გააჩნია რა მოხდება. მაგალითად, ვინოკუროვის შემთხვევა ასეთი იყო, ხმა რომ ამოეღო თავიდანვე ვინმეს ან რაიმე შეფერხება ყოფილიყო, იტყოდნენ, ანტიპუტინისტ რუს მოქალაქეებს ებრძვის „ქართული ოცნებაო“ და რომ არ შეექმნა, შემდეგ გახდა ლავროვის ნათესავი და ა.შ. აქედან გამომდინარე, რეალურად თვალთმაქცობაა მათი ყველა საქციელი. თუ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საქმის კურსში ყოფნა ფიქსირდება ან რადგან ნანი ბრეგვაძესთან არის, შეიძლება მოერიდოთ ცოტა და არ გაღიზიანდნენ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები