26 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
საქართველოში ვიზიტით აშშ-ს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იმყოფება. ბრაიან კემპმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და მცხეთის მერთან ერთად, სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობა მოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი გახსნა.

პროექტი, რომლის საგრანტო ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია, შტატების ევროპული სარდლობის და შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ დაფინანსდა. 24 ბენეფიციარზე გათვლილი შენობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი ინვენტარით უკვე აღიჭურვა.

თავშესაფრამდე ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა პირველ ლედისთან ერთად ჯვრის მონასტერი დაათვალიერა.

დღის ამბები