26 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
გუშინდელი პერფორმანსი გამომდინარეობდა ხოშტარიას კომპლექსებიდან - მას რუბლების თემა რომ აწუხებს, მერე სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით - მდინარაძე

გუშინდელი პერფორმანსი გამომდინარეობდა ელენე ხოშტარიას კომპლექსებიდან - ხოშტარიას რუბლების თემა რომ აწუხებს, მერე სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრისას.

"ეს სქემა გაშიფრულია: გუშინდელი პერფორმანსი გამომდინარეობდა ელენე ხოშტარიას კომპლექსებიდან. ორი ადამიანი იყო ამის შემოქმედი: ერთი ქალბატონი და მისი თანმხლები პირი. ეს თანმხლები პირი რამდენიმე კვირის თუ დღის წინ იყო პარლამენტის წინ კარვის გაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თუ არ ვცდები, ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს ვინმე ბეჟო. ეს ადამიანი ყოფილა ე.წ. აღშფოთებული სტუდენტი, რომელიც სხვებთან ერთად დახვდა რუბლებით ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში. ანუ, ერთი და იგივე ადამიანი სამივე შემთხვევაში ფიგურირებდა ბოლო ერთი-ორი კვირის განმავლობაში. ის დაკავშირებულია ელენე ხოშტარიასთან და „ფორმულასთან“. ხოშტარიას კომპლექსებზე მიდის პერფორმანსების დღის წესრიგის აგება. ხოშტარიას რუბლების თემა რომ აწუხებს, მერე სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით. იკრიბებიან რესტორან „ეზოში“ და იქ იდგმება ეს უნიჭო სცენარები და ძალიან მარტივად იშიფრება ყველაფერი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის სასესიო დარბაზში 14 ივნისს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები