ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში საქართველოდან 14 მწარმოებელი მონაწილეობს - დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარე ღონისძიება ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიო დინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.
ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის "საქართველო ღვინის სამშობლო" ჩვენება გაიმართა.