იმერეთში "გემოფესტისთვის" ემზადებიან - ფესტივალს ქუთაისი 17-18 ივნისს უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად იმერეთის რეგიონიდან 17 მონაწილე შეარჩია. "გემოფესტში" მონაწილეობამდე ადგილობრივმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგებიც გაიარეს.
ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.