26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული, ი.ც. პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი, ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები