"ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ასევე, შევთანხმდით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინა დღეს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინამ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეინარჩუნოს, რადგან თუ უკრაინა ამას ვერ შეძლებს, წევრობის საკითხი არც განიხილება.