"როდესაც ნანგრევები გაქრება, მხოლოდ აგრესორი კი არ წააგებს, არამედ თავად აგრესიის იდეა" -ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ზუსტად იცის, თუ რა ვადებში და რა ძალებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ რუსული აგრესია დაამარცხონ და აღადგინონ ქვეყანა.
"ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში, უკრაინის აღდგენის კონფერენციისთვის ძალიან არსებითად ვემზადებოდით, კონფერენცია რომელიც მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წარმომადგენლობითი მოვლენა, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნეს ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ნორმალური ცხოვრების აღდგენისთვის.
მთავარი უკრაინული პრინციპი მარტივი და სამართლიანია, კერძოდ: უკრაინაში ნანგრევები არ უნდა დარჩეს. ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ და გავაკეთებთ, ზუსტად ვიცით, რა ვადებში და რა ძალებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ რუსული აგრესია დავამარცხოთ და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. როდესაც ნანგრევები გაქრება, მხოლოდ აგრესორი კი არ წააგებს, არამედ თავად აგრესიის იდეა. და ეს მოხდება,"-განაცხადა ზელენსკიმ.