უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პროცესი განაახლეს, ადგილზე დამონტაჟდა ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.