26 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს - ჰაჯა ლაჰიბი

ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაჰიბი აცხადებს, რომ ბელგია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცედ უჭერს მხარს.

მისივე შეფასებით, საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.

"ევროპას მიმართა საქართველომ იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება მოახდინა ასევე მოლდოვამ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში და ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო.

ბატონო პრემიერო, თქვენი მთავრობა ამჟამად ახორციელებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ გასცა საქართველოს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ, შესაბამისად, ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებში ლისაბონიდან-თბილისამდე. ბელგია საქართველოს გვერდით დგას და იმავეს გავაგრძელებთ მომავალშიც," - განაცხადა ჰაჯა ლაჰიბიმ.

დღის ამბები