ბელგია და ევროპის კიდევ 4 ქვეყანა ოთხ თვეში საქართველოს კულტურულ შემოქმედებას გაეცნობა. ევროპალია კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი კულტურული ფესტივალია და მასში საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით პირველად მონაწილეობს.
ევროპელ დამთვალიერებელს პირველად მიეცემა საშუალება ქუთაისის, ბათუმის, ონისა და დმანისის მუზეუმების საგანძური იხილოს.
ამას გარდა ევროპალიაზე წარსდგებიან რეზო გაბრიაძის მარიონეტებისა და სამეფო უბნის თეატრებიც. მაყურებლის წინაშე წარსდგება ნაციონალური ბალეტი სუხიშვილებიც.
კულტურული ფესტივალი ოქტომბერში დაიწყება და მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება.