26 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ეთნო ჯაზბენდი "ირიაო" 10 წლის იუბილეს აღნიშნავს - მსმენელი გია ყანჩელის ნაწარმოებებს და ეთნომუსიკაზე დაფუძნებულ ჯაზურ კომპოზიციებს მოისმენს

მელომანებისთვის კარგად ცნობილი ჯაზკომპოზიცია ქართველი არტისტების შესრულებით მალე რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე აჟღერდება. ეთნო ჯაზ ბენდი "ირიაო" საიუბილეო მასშტაბური კონცერტისთვის ემზადება.

ჯაზკომპოზიციები ქართული ნაციონალური ელემენტებით, გია ყანჩელის უკვდავი მუსიკა - ეს პროგრამის მხოლოდ ნაწილია. გურულ მოტივებზე შექმნილი ბენდის 10 წლის იუბილეზე მაყურებელი ბევრ საექსპერიმენტო კომპოზიციასაც მოისმენს.

"ირიაოს" შექმნის იდეა კომპოზიტორ დავით მალაზონიას ეკუთვნის. მუსიკოსი ერთ-ერთ პირველი ქართველ კომპოზიტორია, რომელმაც ფოლკლორისა და ჯაზის სინთეზი შექმნა. ფიქრობს, რომ აღნიშნული ჟანრი ქართულ მუსიკას თვითმყოფადობას უნარჩუნებს.

ჯაზკომპოზიციებით გაჯერებულ ქართულ მუსიკას მსმენელი 14 ივნისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე იხილავს. ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით ტარდება.

დღის ამბები