26 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
სატვირთო, რომელსაც საქართველოში 20 ტონა ქერი გადაჰქონდა, სამსუნთან დაიწვა

სატვირთო, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში 20 ტონა ქერი გადაჰქონდა, თურქეთში, ქალაქ სამსუნში დაიწვა, ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ინციდენტი ბოსფორის ხიდზე მოხდა. სატვირთოთი, რომელიც უკრაინის მოქალაქე, ოლექსანდრ პლისენკოზეა გაფორმებული, ქერი საქართველოში, ერთ-ერთი ლუდსახარშისთვის მოჰქონდათ. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მძღოლმა შეძლო სატვირთო გზის განაპირას გადაეყვანა და შემდეგ - თავი გადაერჩინა. მანქანასთან ერთად, დაიწვა ქერის ტომრებიც.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები