26 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდება

მაღალი დონის შეხვედრები ბრიუსელში - ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. დაგეგმილია აუდიენცია ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთანაც.

ამ შეხვედრებიდან განსხვავებული მოლოდინები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს. ოპოზიცია თვლის, რომ ღარიბაშვილს მიშელთან საკმაოდ მწვავე საუბარი ელის, მმართველი გუნდის კი აქცენტს შეხვედრის მნიშვნელობაზე აკეთებს.

დღის წესრიგით, ბრიუსელში დღეს გათვალისწინებულია, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალ - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

დღის ამბები