26 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ამერიკული სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უკრაინა Presidential Drawdown Authority მექანიზმის ფარგლებში მიიღებს, რომელიც ტექნიკისა და საბრძოლო მასალის სამხედრო საწყობებიდან გადაეცემა.

ახალ პაკეტში შედის "საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საშუალებები, HIMARS სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები, TOW საკეტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, დაჯავშნილი ტექნიკა და სხვა აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა ბრძოლის ველზე უკრაინის ძალების გასაძლიერებლად."

"რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ეს არაპროვოცირებული ომი. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი დასრულება უკრაინიდან საკუთარი ჯარების გაყვანით და უკრაინულ ქალაქებსა და უკრაინელებზე საკუთარი სასტიკი იერიშების შეწყვეტით," - აღნიშნა ბლინკენმა.

დღის ამბები