26 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
ბოლო 5 თვის მონაცემებით, საქართველომ ექსპორტ-იმპორტის შედეგად, 8 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა მიიღო - ექსპერტების შეფასებები

8 360 000 000 დოლარი- ეს მაჩვენებელი საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭროების 5 თვის ბრუნვას გამოხატავს. ციფრები წინა წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით 18.9 %–ით არის გაზრდილი. ქვეყნის ექსპორტ–იმპორტი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დათვალეს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და საქართველოში წარმოებული პროდუქტის მაღალი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია.

საგარეო ვაჭრობის და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის მიზეზებსა და შედეგებზე საკანონმდებლო ორგანოშიც საუბრობენ. ოპოზიციის ნაწილი, თვლის რომ მონაცემები ცალსახად უკრაინა–რუსეთის ომთან არის დაკავშირებული. უმრავლესობაში კი, მიიჩნევენ რომ დღევანდელი მაჩვენებლებით საქართველო ევროპული ეკონომიკური სტანდარტების ქვეყანა ხდება.

საგარეო ვაჭრობის ზრდის დინამიკა ქვეყანაში რამდენიმე ფაქტორზე ახდენს გავლენას. დარგის ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური მონაცემები პოზიტიურად სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დასაქმებაზეც აისახება.

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის შედეგების დეტალურ და დარგობრივად ჩაშლილ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები